პიტერ ფიშერი – დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად
დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„პატივი იყო, მიმეღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მიხაელ როთი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მიმდინარე ორმაგი კრიზისის გადალახვა – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობებში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად“,- წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.
It was an honor to welcome President @Zourabichvili_S & MP @MiRo_SPD. We talked about how 🇬🇪 can overcome its current double crisis – inside the country as well as in its relationship to 🇩🇪, 🇪🇺 & others. I assured President Zourabichvili that 🇩🇪 will stay a reliable friend to 🇬🇪. pic.twitter.com/lCC6oEXhwf
— Peter Fischer (@Diplo_Peter) January 15, 2025