პიტერ ფიშერი - ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება
ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იღებ ასეთ შეფასებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ. მე ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება“, – წერს პიტერ ფიშერი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს, სადაც კალასი ამბობს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.