პიტ სამპრასი - ოდნავ გაბრაზებული ვარ ფედერერზე
პიტ სამპრასი - ოდნავ გაბრაზებული ვარ ფედერერზე

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა პიტ სამპრასმა გაიხსენა 2001 წლის უიმბლდონზე როჯერ ფედერერთან წაგება.

„ძალიან რთული იყო. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ეს მხოლოდ საჩოგბურთო მატჩია, მაგრამ, როცა უკან ვიყურები, მესმის, რომ ეს ეპოქის დასასრული იყო, უიმბლდონზე ჩემი ეპოქის დასასრული. ფედერერის დრო მოვიდა. ერთი წლის შემდეგ, გეორგ ბასტლთან მეორე წრეში წავაგე. ეს იყო ყველაზე დაბალი წერტილი, ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი „დიდი სლემის“ ჩემპიონატებზე.

ვარ თუ არა გაბრაზებული ფედერერზე, რომელმაც ჩემი ბევრი რეკორდი დაამხო? ოდნავ. როცა რეკორდს ამყარებ, გინდა, რომ მან სამუდამოდ იარსებობს. ტყუილი იქნებოდა, სხვა რამ რომ მეთქვა. აღფრთოვანებული ვარ როჯერით. ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი და ჯერ ისევ გვაქვს კავშირი. ეს ოდნავ მიმსუბუქებს მდგომარეობას“, – მოჰყავს სამპრასის სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.