პიტ ჰეგსეტმა უარყო ვაშინგტონის პოლიტიკის რაიმე ცვლილება უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ პენტაგონს არ გაუცია დირექტივები თანამგზავრული კომუნიკაციების მომსახურების შეზღუდვის შესახებ
ჩვენ არაფერი შეგვიწყვეტია. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება „სტარლინკს“ შეუძლია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უარყო ვაშინგტონის პოლიტიკის რაიმე ცვლილება უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ პენტაგონს არ გაუცია დირექტივები თანამგზავრული კომუნიკაციების მომსახურების შეზღუდვის შესახებ.
ჰეგსეტის განცხადება ჟურნალისტებთან იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომლებიც უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული სატელიტური საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
ამავდროულად, გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა უკრაინის მიერ გამოყენებული „სტარლინკის“ სამხედრო დანიშნულების ვერსიის მუშაობის სიჩქარის შეზღუდვა ბრძანა. წყაროების ცნობით, გასულ კვირას მასკმა შეზღუდა სიჩქარე, რომლითაც უკრაინული მოწყობილობები სატელიტურ ქსელთან დაკავშირებას შეძლებდნენ. შედეგად, ზოგიერთი შეტევითი და საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებელი დრონი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა.