პიტ ჰეგსეტი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის არმიას მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ეწურება
აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის თქმით, ქვეყნის სამხედრო ძალებს მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი არ ეწურება.
ჰეგსეტი გამოეხმაურა „სიენენისა“ და „როიტერის“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა ირანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგების თითქმის 80 პროცენტი ამოწურა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა გრცხვენოდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისად არ გვძულს მედია, რომელიც ყალბ ამბებს ავრცელებს“, – წერს ჰეგსეტი.
That banner is NOT TRUE, @CNN. Shame on you.
We don’t hate the Fake News media enough. pic.twitter.com/QCwEoykQZR
— Pete Hegseth (@PeteHegseth) August 4, 2026