მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტი ავგუსტინ პიშოტი დაგვპირდა, რომ ბელგია – ესპანეთის მატჩში დანიშნული რუმინელი არბიტრის ქმედებებს შეისწავლის და ვითარებას გაარკვევს.
“ახლახანს ჩამოვედი ბუენოს-აირესში, თუმცა უკვე ორასზე მეტი შეტყობინება მივიღე ბელგიისა და ესპანეთის შეხვედრაში უსამართლო მსაჯობის შესახებ. ჯერჯერობით მატჩი არ მინახავს. როგორც კი ვუყურებ, პირდაპირ გადავცემ შესაფასებლად არბიტრაჟს. “მსოფლიო რაგბიში” კოლეგებთან მოკლე საუბარი გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.”
შეგახსენებთ, რომ ბელგია – ესპანეთის დაპირისპირებაზე რუმინელი მსაჯები იყვნენ დანიშნულნი, როდესაც რუმინეთი ესპანელების მარცხის შემთხვევაში მსოფლიო თასზე გადიოდნენ.