რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხუთი ქართველი მოხვდა #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ხუთი ქართველი მოხვდა #1TVSPORT

რაბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა – „ბორჯღალოსნებმა“ ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს 38:11 მოუგეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

რაგბის ევროპამ ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობიდან ხუთი მორაგბე მოხვდა – შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და აკაკი ტაბუცაძე.

ქართველების გარდა, სიმბოლურ გუნდში ხუთი მორაგბე პორტუგალიის ნაკრებიდანაა, სამი – რუმინეთიდან და ორიც – ესპანეთიდან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრები:

ალექსანდრი სავინი (რუმინეთი), შალვა მამუკაშვილი (საქართველო), ხოაკინ დომინგესი (ესპანეთი), ხოსე მადეირა (პორტუგალია), ჯოშუა პეტერსი (ესპანეთი), გიორგი ცუცქირიძე (საქართველო), ნიკოლას მარტისი (პორტუგალია), კრისტი ჩირიკა (რუმინეთი), ვასილ ლობჟანიძე (საქართველო), თედო აბჟანდაძე (საქართველო), აკაკი ტაბუცაძე (საქართველო), ტეილორ გონტინეაკი (რუმინეთი), ხოსე ლიმა (პორტუგალია), როდრიგუ მარტა (პორტუგალია), ნუნუ გედეში (პორტუგალია).