პირველმა არხმა ახალი ვიდეოკამერები შეიძინა
პირველმა არხმა ახალი ვიდეოკამერები შეიძინა

პირველი არხის ტექნიკური გადაიარაღების პროცესი გრძელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ინოვატორმა” პირველ არხს 41 ერთეული კომპლექტი უკვე გადასცა.

ვიდეოკამერებთან ერთად კომპელქტში შედის შესაბამისი სადგამი, განათების სისტემა და რადიო მიკროფონები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერი 5 სექტემბერს გაიმართა. მასში შპს “ინოვატორმა” გაიმარჯვა. კომპანიამ მაუწყებელს ახალი კამერები, შტატივები, მიკროფონები და სხვა აქსესუარები 2 849 400 ლარად მიაწოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორის, თეონა მაზმიშვილის განცხადებით, ვიდეოკამერები სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლის საჭიროებებს.

ახალი კამერები როგორც საინფორმაციო სამსახურის, ისე გადაცემების მუშაობას მოხმარდება.