პირველიდან 3 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
პირველიდან 3 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ივნისს დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

დატოვე კომენტარი