პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, შეზღუდვა რჩება ქორწილებსა და დიდ წვეულებებზე
პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, შეზღუდვა რჩება ქორწილებსა და დიდ წვეულებებზე

პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება იმან განაპირობა, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვლეოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ შვიდი დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა ოთხ პროცენტს, აჭარაში პირველი თებერვლიდან შეგვეძლება, კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. ანუ კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებები.

სხვარეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში გააგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.