პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ფიჯისთან მარცხდება | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ფიჯისთან მარცხდება | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ხვდებიან. მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ, ქართველი ოცწლამდელები მეტოქესთან ანგარიშით 5:0 აგებენ.

დაპირისპირება ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე საქართველო მუნცმა დაალელოვა. გაშვებული ლელოს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში გამაგრდა, თუმცა ქულის მოპოვება დიდი ხნის მანძილზე ვერ მოახერხა. 25-ე წუთზე ქართველებმა კარგი შეტევა განავითარეს და კორიაულმა ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა, თუმცა მანამდე კიდეზე დააბიჯა ფეხი და ლელო არ ჩაითვალა. 34-ე წუთზე ხუთი ქულის მოპოვების შანსი უკვე ფიჯელებს ჰქონდათ, თუმცა მათ კვაჭს, იკანივერეს ბურთი ზედ ლელოს ხაზთან დაუვარდა.

საბოლოოდ, მატჩის პირველი ნახევარი ფიჯელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 5:0 დასრულდა. დაპირისპირების მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება.