პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ინტერ მაიამის“ 4:0-ს უგებს #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ 4:0-ს უგებს ამერიკულ „ინტერ მაიამის“.
პირველი გოლი მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა გაიტანა. მანვე 39-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.
ტაიმის მიწურულს კი „ინტერ მაიამიმ“ კიდევ ორი გოლი გაუშვა. ერთი საკუთარ კარში ავილესმა ჩაჭრა, მეორე ჰაკიმიმ გაიტანა.