პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია, – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 82 კოვიდ19-ით ინფიცირებულია.

„რამდენიმე პაციენტმა დატოვა კოვიდ ინფექციის გარეშე ჩვენი კლინიკა, მთ შორის არის ქალბატონი 82 წლის, რომელიც მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში მწვავე რესპირატორული დისტრესით და გულის უკმარისობით გამოწვეული სხვადასხვა გართულებით. ქალბატონი დღეს გაეწერა სახლში გამოჯანმრთელებული. გაეწერა ორსული ქლაბატონიც. სულ კლინიკაში გვყავდა ორი ორსული, ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 74-ს შეადგენს.