პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

09:17, 08.05.2019

​საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

მსგავსი