პირველი რესპუბლიკის მოედანზე თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის დასახვედრად ემზადებიან
პირველი რესპუბლიკის მოედანზე თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის დასახვედრად ემზადებიან

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის დასახვედრად ემზადებიან.

თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი მთავარ ნაძვის ხესთან ზუსტად 20:00 საათზე გამოჩნდებიან.

საახალწლო სოფელი კი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დილიდან გაიხსნა და 13 იანვრის ჩათვლით ღია ცის ქვეშ საახალწლო და საშობაო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები გაიმართება.

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თოვლის ბაბუისა და სანტაკლაუსის ქალაქში შემობრძანება, მთავარი ნაძვის ხის ანთების მსგავსად, საზეიმო ვითარებაში ჩაივლის.