პირველი რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სიმღერების გალაკონცერტი გაიმართა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სიმღერების გალაკონცერტი გაიმართა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საშობაო სიმღერების გალაკონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა ქართველმა ოპერის სოლისტებმა, ესტრადის მომღერლებმა, თბილისის ქალთა გუნდმა ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, ალტერ ორკესტრმა მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობითა და მუსიკალურმა ბენდებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე მისული მსმენელებისთვის მუსიკოსებმა 16 ქართული და უცხოენოვანი საშობაო სიმღერა და კომპოზიცია შეასრულეს.

თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან წინასაშობაო კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა.