პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს, 23:00 საათიდან საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს, 23:00 საათიდან საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

31 დეკემბრის ღამეს, 23:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება. გალაკონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა, საახალწლო გალა კონცერტის სცენა სამი  სივრცისგან შედგება.

„ცენტრალურ სცენაზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იდგებიან, რომლებიც ყველა დროის ყველაზე საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. მეორე სცენაზე ასევე ცნობილი მომღერლები იქნებიან, რომლებიც საშობაო სიმღერებს შეასრულებენ. მესამე სცენაზე კი, ორკესტრია განთავსებული ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომლებიც ქართული მუსიკის სხვადასხვა მელოდიებს შეასრულებენ, ასევე სიმღერებს ქართული კინომუსიკიდან. ყველა მომღერალი იდგება დღეს სცენაზე, რომლებიც ხალხს უყვარს. სულ 200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი იქნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.