პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო [ფოტო]
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო [ფოტო]

„სიყვარულით სავსე ქალაქი“ – თბილისის მთავარი ნაძვის ხე ამ სლოგანით დღეს საზეიმოდ აინთო.

ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთეს. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი კოსტუმირებული წარმოდგენა იმართება. სპექტაკლი „სიყვარული გადამდებია“ რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ დადგა.

სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური ნაწარმოებები კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა.

ამასთან, საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება.