პირველი ოქტომბრიდან ტრანსფერებს მხოლოდ ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტები განახორციელებენ #1TVSPORT
პირველი ოქტომბრიდან ტრანსფერებს მხოლოდ ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტები განახორციელებენ #1TVSPORT

სფფ-ის ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით, სასტუმრო „ჰილტონში“ ფიფა-ს საფეხბურთო აგენტების ლიცენზირების გამოცდა გაიმართა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პროცესი ფიფა-ს ახალი დებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც 2022 წელს დამტკიცდა. ახალი დებულების თანახმად, დაინერგა მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სტანდარტები მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ფიფა-ს ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს ადგენს.

ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა, რაც საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას ემსახურება.

ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების გამოცდა საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. პირველი გამოცდა მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა. ფიფას დადგენილებით, ფეხბურთში სატრანსფრო საქმიანობის განხორციელების უფლება 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ ლიცენზირებულ საფეხბურთო აგენტებს ექნებათ.