პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება
პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღავანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ავიარეისებს კომპანია „ვიზეარი“ განახორციელებს.

პრემიერის განმარტებით, ამ ეტაპზე რიგის მიმართულებით კვირაში ერთი რეისი შესრულდება.

„წინასწარი განხილვებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით პირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდისთვის. ასევე, დღეს გადავწყვიტეთ, პირველი ოქტრომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება ავიაკომპანია „ვიზეარი“. ეს ჯერ არ იქნება ისეთი თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, – გადაწყვიტა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა ფრთხილად და თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას.

„ეს მოხდება პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ასევე, ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პრემიერმა.