პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა
პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი  მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13 000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

დატოვე კომენტარი