პირველი მატჩი შაქარაშვილის გარეშე - „საბურთალო II“-მა „სპაერი“ დაამარცხა
პირველი მატჩი შაქარაშვილის გარეშე - „საბურთალო II“-მა „სპაერი“ დაამარცხა

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გუნდმა „საბურთალო 2“-მა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა.

თბილისური გუნდის ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ მაისურებით, რომელზეც გარდაცვლილი მოთამაშე იყო გამოსახული.

„საბურთალო 2“-მა ამხანაგურ შეხვედრა „სპაერთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა. ყველა გოლი და გამარჯვება ფეხბურთელებმა გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნეს, მეოდანზე კი „შაქარ“ ისმოდა!

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი განაცხადა, რომ გუნდი ჩაატარებს საერთაშორისო ტურნირს „შაქარას თასს“, ხოლო გიორგი შაქარაშვილის სახელზე ნიჭიერ ფეხბურთელებს სტიპენდია დაენიშნებათ.