პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს
პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

2020 წლის პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, რომელთა ფასი ერთ გზაზე 55 ევროდან იწყება.

„პეგასუსი“ რეგულარულ რეისებს ამ დროისთვის სტამბოლი-თბილისის მარშრუტზე ასრულებს. სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით კი დღეისთვის მხოლოდ „თურქეთის ავიახაზები“ დაფრინავს.