პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი - სეტყვა
პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი - სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისიდან პირველი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე მოსალოდნელია სეტყვა.

30 ივნისს და პირველ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.