პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმეების განხილვის შედეგად 14 101 პირია მსჯავრდებული
პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმეების განხილვის შედეგად 14 101 პირია მსჯავრდებული

საერთო სასამართლოების პირველ ინსტანციაში 2018 წელს 14 840 საქმე შევიდა. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველ ინსტანციაში განაჩენი 14 521 საქმეზე დადგა.

გასული წლის განმავლობაში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საპროცესო გარიგება 9573 საქმეზე შედგა.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული საქმეების შედეგად, მსჯავრდებულია 14 101 პირი. მათ შორის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3 412 პირს, პირობითი მსჯავრი დაედო 7 012 ადამიანს, დაჯარიმდა 2 782, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა 856 ბრალდებულს.