პირველი ინსტანციის სასამართლოებში 15 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა
პირველი ინსტანციის სასამართლოებში 15 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა

პირველი ინსტანციის სასამართლოებში 15 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა.

გასაუბრების პროცესი უზენაეს სასამარლოში დღეს გაიმართა.

აღნიშნულ მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ, რის შემდეგაც სასამართლოებში უვადოდ გამწესდნენ. ხმის მიცემა ღია კენჭისყრით მოხდა.

მათ მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თითქმის სრულმა შემადგენლობამ: ივერი აბაშიძე – 14 ხმა; იოსებ აბრამიძე – 15 ხმა; დარინა აბულაძე – 14 ხმა; თათია გოგოლაური- 14 ხმა; თინა ვაშაყმაძე – 15 ხმა; ნინო თარაშვილი – 15 ხმა; იზა კელენჯერიძე – 15 ხმა; მაია კვირიკაშვილი – 15 ხმა; გოგა კუპრეიშვილი – 15 ხმა;  სოფიო ლეჟავა – 15 ხმა;  ლელა მილდენბერგერი – 15 ხმა; ირმა ტოგონიძე – 14 ხმა; ნათია ტოგონიძე – 15 ხმა; ნინო ჩახნაშვილი -14 ხმა; ხათუნა ჯინორია – 15 ხმა.

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარს დაინიშნენ.