პირველი გამარჯვება დოჰას ტურნირზე - ბასილაშვილი წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირში წყვილთა თანრიგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად ფინელი ემილ რუუსევუორისა და შვედი ელიას იმერის დუეტი ორი სეტში 6:1, 7:5 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილისა და ფოკინას მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხთვიანი წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ერთეულებში დოჰაში შეეცდება.ქ ართველი ტურნირზე 16 თებერვალს, პირდაპირ მეორე წრიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი იტალიელ მუსეტისა და შვედ იმერს შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეეცდება. ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი – კანადელი დენის შაპოვალოვია.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ თამაში არ მოუგია – მან ზედიზედ 8 მატჩი წააგო.