პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა, ხათუნა ბარაბაძე მიზეზად ხორავას ქუჩაზე მკვლელობას ასახელებს
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა, ხათუნა ბარაბაძე მიზეზად ხორავას ქუჩაზე მკვლელობას ასახელებს

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

როგორც ხათუნა ბარაბაძემ პირველ არხს განუცხადა, ეს იყო მისი მორალური გადაწყვეტილება, რადგან მომხდარის გადატანა რთული იყო.

ბარაბაძის განცხადებით, სკოლის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, დირექტორის თანამდებობაზე სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო. სწავლის დასრულების შემდეგ კი, როგორც თავად აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა, რომელზედაც 22 აგვისტოს თანხმობა მიიღო.

ამ ეტაპზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ხათუნა ბარაბაძის მოადგილე ქეთევან მიქანაძე ასრულებს.