პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში პატრიარქთან შეხვედრა მიმდინარეობს

19:44, 16.12.2017

საქართველოს საპატრიარქოში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა იმართება. ღონისძიებას დემოგრაფიული ფონდის დამფუძნებლები, დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე, დემოგრაფები, უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზი წარმოადგინა და ფორუმის მიზნებზე ისაუბრა. მან იმ ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დემოგრაფიული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.

ფორუმზე დაგეგმილია ქართველი ემიგრანტი ოჯახების ჩართვა შვედეთიდან და ესპანეთიდან.

ღონისძიება პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ეძღვნება.

მსგავსი