პირველი არხის შენობის ფასადიდან 90-იანი წლებიდან დარჩენილი ტყვიები ამოიღეს [ფოტო]

18:16, 23.05.2018

პირველი არხის შენობის ფასადიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დარჩენილი ტყვიები ამოიღეს.

ტყვიების ამოღების ინიციატივით პირველ არხს კრეატიულმა სააგენტო Watergunz-მა მიმართა, რომელიც სამოქალაქო ომთან დაკავშირებულ სოციალურ პროექტს ახორციელებს.

​კომპანიის ინფორმაციით, ტყვიების ამოღება პარლამენტის, ასევე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სხვა შენობების ფასადებიდან იგეგმება.

როგორც პირველ არხს Watergunz-ის კრეატიულმა დირექტორმა, ბაჩო მებურიშვილმა განუცხადა, თბილისის რამდენიმე შენობიდან ტყვიების ამოღების შემდეგ, ​მოეწყობა ინსტალაცია, სადაც ამოღებული ტყვიები გამოიფინება, ხოლო შემდეგ ტყვიების გადადნობა მოხდება და მათგან ქანდაკება შეიქმნება.

„კონცეფცია იმაშია, რომ ორივე მხრიდან ნასროლი ტყვიები გაერთიანდება ერთ ქანდაკებაში, რათა გვახსოვდეს ის შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ“, – აღნიშნა ბაჩო მებურიშვილმა.

პირველი ნაგებობა, რომლის ფასადიდანაც ტყვიები ამოიღეს, პირველი არხის შენობაა.

მსგავსი