პირველი არხის სადღესასწაულო პავილიონები [ფოტო, ვიდეო]

„100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ – 26 მაისს პირველი არხი მაყურებელს უნიკალურ შანსს სთავაზობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას პირველი არხი ტრადიციულად სადღესასწაულო ეთერითა და განსხვავებული ფორმატით უერთდება.

გადაცემები რუსთაველის გამზირზე მოწყობილი პირველი არხის პავილიონიდან გადის ეთერში. სტუდიებში მოწვეული არიან საინტერესო სტუმრები, პირდაპირ ეთერში შუქდება 26 მაისის ღონისძიებები.

მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი პლატფორმის – ვების, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მოგიყვებით, როგორ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე.

რუსთაველის გამზირზე სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე ყველა მსურველს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, ითამაშოს და მოიგოს წამახალისებელი პრიზები გადაცემებში: „წიგნების თარო“, „მარტივი ლოგიკა“, „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“.