პირველი არხის პროექტ „ტელებლოგის“ ბაზაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

16:35, 11.10.2018

პირველი არხის პროექტ „ტელებლოგის“ბაზაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

თამთა გაბრიჩიძის ნამუშევარმა „სოვდაგარი“ ამჯერად საუკეთესო დოკუმენტური ფილმის სტატუსი, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე, discoverfilmawards- ზე დაიმსახურა.

ფილმმა ასევე, ცოტა ხნის წინ „სანდენსის“ 2018 წლის კინოფესტივალზე, მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, გამარჯვება მოიპოვა.

სოვდაგარის“ დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

თამთა გაბრიჩიძის ფილმის მთავარი პერსონაჟი – გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

მსგავსი