პირველი არხის გადამღები ჯგუფი თურქეთში - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში [ფოტო]
პირველი არხის გადამღები ჯგუფი თურქეთში - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში იმყოფება, სადაც სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მუშაობენ ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვა.

ამავდროულად, საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.