პირველი არხის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტო „როიტერის“ წლის საუკეთესო 100 ფოტოს შორის მოხვდა
პირველი არხის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტო „როიტერის“ წლის საუკეთესო 100 ფოტოს შორის მოხვდა

საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის ფოტო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ 2021 წლის საუკეთესო 100 ფოტოს შორის მოხვდა.

ფოტოსურათზე მზის ფონზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გავლაა დაფიქსირებული.

ფოტო ივნისში თბილისიდან არის გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი გედენიძის ფოტო „როიტერის“ წლის ფოტოებში უკვე მესამედ მოხვდა.