პირველი არხის ფილმი „კაფსულა 1956“ კოტბუსის კინოფესტივალზეა წარდგენილი
პირველი არხის ფილმი „კაფსულა 1956“ კოტბუსის კინოფესტივალზეა წარდგენილი

საქართველოს პირველი არხის ფილმი „კაფსულა 1956“, რომლის რეჟისორი ამირან დოლიძეა, კოტბუსის კინოფესტივალზე (The FilmFestival Cottbus) მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ საკონკურსო სექციაშია წარდგენილი.

ფილმი, რომლის პროდიუსერები კოტე ჯანდიერი და კახა ბუხრაშვილი არიან, საქართველოში ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.

კოტბუსის კინოფესტივალი (FFC) აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 8-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი 1991 წელს დაფუძნდა, ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული კინოს გადაკვეთის წერტილია, ხელს უწყობს მეზობელი ქვეყნების კინოინდუსტრიის კავშირების ზრდას და განვითარებას.