პირველი არხის ეთერში ტელესპექტაკლი ბრუნდება
პირველი არხის ეთერში ტელესპექტაკლი ბრუნდება

პირველი არხის ეთერში ტელესპექტაკლი ბრუნდება. გადაღებები ტელევიზიის პავილიონში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. სპეციალურად გადაღებებისთვის მომზადდა პავილიონი და დეკორაცია. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის ექსპერიმენტული ნამუშევრის – „უკომენტაროდ“ სატელევიზიო პრემიერა იანვარში გაიმართება. სპექტაკლის პრემიერა კი, აბრეშუმის თეატრში 23 ივნისს შედგა. რეჟისორმა თეატრის დასთან ერთად იმუშავა და უცნაურ შეკითხვას, შეიძლება თუ არა სიტყვების გარეშე აღწერო საქართველოს უახლესი ისტორია, დადებითად უპასუხა.
სპექტაკლი მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას, კომუნისტური წყობიდან დღემდე – ქართული საზოგადოების განვითარების ეტაპები, 90-იანების რუტინა, პროტესტი და სწრაფვა ევროპისკენ. ამბავი გადმოცემულია უნივერსალური ენით, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში გასაგები და მარტივია. ისტორიას, მსახიობებთან ერთად ჩრდილები, ნივთები და ბგერები აცოცხლებენ.