პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული ნამუშევარი "გამჭვირვალე სამყარო" საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარ კონკურსშია 
პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული ნამუშევარი "გამჭვირვალე სამყარო" საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარ კონკურსშია 

პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ნამუშევარი “გამჭვირვალე სამყარო” CineDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარ კონკურსშია.

ფესტივალს სწორედ “გამჭვირვალე სამყაროს” ჩვენებით გაიხსნება. დოკუმენტური ნამუშევრის ავტორი, რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილია.

ფილმი ცნობილი კინოოპერატორის დავით გუჯაბიძის ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი 26 წლის ბექაა, რომელსაც მამა პროფესიის დაუფლებაში ეხმარება – ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.

„მშობლის მოვალეობა არ არის მხოლოდ შვილის გაჩენა – შვილთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში დიდი პასუხისმგებლობა ჩნდება, რომ ოჯახის უმცროსი წევრი სრულფასოვან ადამიანად აღიზარდოს. ამ მოვალეობას ღირსეული მშობლები მოთმინებით და ერთგულად ასრულებენ, იმ რწმენით, რომ შვილიც ასევე მოიქცევა”. -ასეთია ფილმის მთავარი სათქმელი.

ცოტა ხნის წინ ფილმი, უკრაინაში, ქალაქ კიევში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Docudays UA-ს საკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები.