პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული „გამჭვირვალე სამყარო” CineDOC-Tbilisi-ს გამარჯვებულია
პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული „გამჭვირვალე სამყარო” CineDOC-Tbilisi-ს გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმი „გამჭვირვალე სამყარო” CineDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, Focus Caucasus-ის გამარჯვებულია.

ფესტივალი სწორედ “გამჭვირვალე სამყაროს” ჩვენებით გაიხსნა, რომელიც პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით არის გადაღებული.

ფილმი ცნობილი კინოოპერატორის, დავით გუჯაბიძის ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი 26 წლის ბექაა, რომელსაც მამა პროფესიის დაუფლებაში ეხმარება – ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად, ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე.

მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.

CineDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 3 დან 8 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი