პირველი არხის ჟურნალისტს აქციაზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის

საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტს, ანა ბროლაძეს საპროტესტო აქციაზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევდა. მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს ჯერ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს, შემდეგ კი  – ანა ბროლაძეს.

რაც შეეხება კონკრეტულ პირს, ის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა პირველი არხის გადამღები ჯგუფების მიმართ, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე ის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთ კორესპონდენტს, შალვა სუმბაძეს დაუპირისპირდა.