პირველი არხის ჟურნალისტ ანა მასხარაშვილის სიუჟეტი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალისტებს შორის მოხვდა

14:38, 18.02.2022

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ ანა მასხარაშვილის სიუჟეტი კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალისტებს შორის მოხვდა.

სიუჟეტში, სახელწოდებით „პანდემია სიჩუმეში“, კოვიდპანდემიის პირობებში სმენადაქვეითებული პაციენტების მედპერსონალთან​ კომუნიკაციის პრობლემაზეა საუბარი.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ უკვე მეცხრე წელია, იმართება. კონკურსი აერთიანებს ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიებს, და ყოველ წელს საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრებს შვიდ კატეგორიაში ასახელებს.

მსგავსი