პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება
პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება

პირველ არხს ახალი შენობის ასაშენებლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული მიწის ფართობი გადაეცემა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რომ ახალი შენობის ასაშენებლად მიწა გამოეყო.

ეკონომიკის სამინისტრომ პასუხად პირველ არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესთავაზა.

ეკონომიკის სამინისტროს შეთავაზებას სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან შვიდი დაეთანხმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება იმ პროექტით, რომელიც კონკურსის შედეგად შეირჩა.

პირველი არხი კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას გამოიყენებს ახალი შენობისთვის და ტექნიკური გადაიარაღებისთვის.

„მივიღებთ ახალ, ულტრათანამედროვე შენობას, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილს, ავცდებით დიდ ხარჯებს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ პირველ არხთან საუბრისას.