პირველი არხის ახალ მისამართზე მდებარე გაჩერებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელი დაერქვა
პირველი არხის ახალ მისამართზე მდებარე გაჩერებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელი დაერქვა.
2025 წელს, საუკუნის პროექტის მშენებლობის ხუთწლიანი პროცესის დასრულების შემდეგ პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა. დედაქალაქს შეემატა თანამედროვე არქიტექტურის ეკოპროექტი, მულტიმედიური ცენტრი, რომელიც აერთიანებს მედიამაუწყებლობას, კინოწარმოებას და ხელს უწყობს ციფრული სივრცეების განვითარებას.
პოლიტკოვსკაიას №31-ში განთავსებული ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით არის აღჭურვილი. გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და დაგეგმარების კორპუსები მასშტაბურ პავილიონებსა და სტუდიებს აერთიანებს.
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციაში „არქიტექტურული პრემია 2025“-ის გამარჯვებული გახდა.