პირველი არხი ყველასთვის

პირველი არხი ყველასთვის – საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონის კონცეფციაა, რომელიც მის საყოველთაობას, საზოგადოების გაერთიანებისა და განვითარების ხელშეწყობის ფუნქციას უსვამს ხაზს.

ეს კონცეფცია არხის ახალ შეფუთვაში და მის მიერ შექმნილ ყველა პროდუქტში არის ინტეგრირებული. მრავალფეროვანი გადაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე, ქართული კონტენტის წარმოება და მასში ინვესტიციის ჩადება, ადგილობრივი მედიაინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და აუდიტორიისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხის, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული უცხოური პროდუქტის შეთავაზება არის 2021 წლის სეზონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის განაცხადი.

„ძალიან დიდი გამოწვევაა ისაუბრო საზოგადოების სახელით, იყო არხი, რომელიც ყველას აერთიანებს, ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში ეს მისია, ერთი შეხედვით, თითქმის შეუსრულებელია, თუმცა ჩვენს გუნდთან ერთად ვმუშაობთ კონცეფციაზე, ვიპოვოთ საერთო ყველაზე რადიკალურად განსხვავებულ აზრთა შორის, დავაახლოვოთ პოზიციები და ვეცადოთ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი – ვფიქრობთ, პირველი არხი ქმნის პლატფორმებს, პროექტებს, გადაცემებს და მათი საშუალებით შინაარსს, რომელიც კონტრუქციული განვითარების წინაპირობაა“, – აცხადებს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

დატოვე კომენტარი