პირველი არხი უერთდება საქველმოქმედო მარათონს – WINGS FOR LIFE მსოფლიო რბენა 2018!
პირველი არხი ტრადიციულად უერთდება საქველმოქმედო მარათონს – WINGS FOR LIFE მსოფლიო რბენა 2018. დღეს, 6 მაისს, დილიდან, მარათონში მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად, პირველი არხის გუნდი ჩაერთვება.
პირველი არხი მარათონში ჩართულ ყველა მონაწილეს აძლევს შანსს „ფოტოლაივის“ საშუალებით რბენის შედეგი საზოგადოებას გაუზიაროს.
· გადმოწერეთ QR კოდის სკანერი ტელეფონში
· სარბენი ბილიკის ყოველ კილომეტრში შეგხვდებათ QR კოდი
· გადაიღეთ ჰორიზონტალური ფოტო თქვენთვის სასურველ დროს
· დაასკანერეთ უახლოესი QR კოდი
· რის შემდეგაც ტელეფონში გამოჩნდება ფანჯარა
· ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი
· ატვირთეთ ფოტო
· თქვენს მიერ გარბენილი მანძილი ავტომატურად აისახება ფოტოზე
· გააზიარეთ თქვენი შედეგი Facebook პირად გვერდზე
ირბინე სიცოცხლისთვის მსოფლიოსთან ერთად! გაუზიარე შენი შედეგი საზოგადოებას!
„ფოტოლაივის“ გამოყენების წესები დეტალურად იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://youtu.be/9pRFQdZg29A
ასევე პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ფარგლებში მომზადდა რჩევები მარათონის მონაწილეებისთვის, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. ვიდეორგოლების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.youtube.com/playlist?list=PLue6znsWBAfcVDHDlFnaP3Vhj45L5jNGR
სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილობრივი დროისა და კლიმატური პირობების მიუხედავად, მსოფლიო რბენაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ – ქველმოქმედება. მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველო კახეთიდან უერთდება.
ღონისძიების ტრანსლაცია დღეს, 6 მაისს პირველი არხის ეთერში გაიმართება.
#პირველიარხი2018
#PHOTOLIVE