პირველი არხი თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სამძიმრის წერილს უგზავნის
პირველი არხი თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს პირველი არხი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ტრაგიკული შედეგების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

საქართველოს პირველმა არხმა თავის კოლეგებს, თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ს თანამშრომლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ თანადგომას უცხადებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი გაემგზავრა თურქეთში, სტიქიის ზონაში, საიდანაც მაყურებელს მიაწვდის უახლეს ინფორმაციას სტიქიის შედეგებისა და სამაშველო სამუშაოების შესახებ.