„პირველი არხი - სცენაზე“ 7 მარტს რეტრო და თანამედროვე ქართული სიმღერების ონლაინ Live კონცერტი გაიმართება
„პირველი არხი - სცენაზე“ 7 მარტს რეტრო და თანამედროვე ქართული სიმღერების ონლაინ Live კონცერტი გაიმართება

„პირველი არხი – სცენაზე“ 7 მარტს, 21:00 საათზე მორიგი ონლაინ Live კონცერტი გაიმართება. მაყურებელი ამჯერად რეტრო და თანამედროვე ქართულ სიმღერებს მოისმენს.

კონცერტში მონაწილეობენ პოპულარული ქართველი მუსიკოსები – ოთო ნემსაძე, ზვიად ბოლქვაძე და ჯგუფი „ნიუტონი“.


ბილეთში გადახდილი 10 ლარით შეგეძლებათ, მხარი დაუჭიროთ ხელოვანებს. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხებათ არტისტებს.

ივენთის ონლაინ სანახავად უნდა შეიძინოთ ვირტუალური ბილეთი, რის შემდეგაც თქვენ მიერ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე მიიღებთ ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს.

ღონისძიებაზე დასასწრებ ბმულზე დაჭერის შემდეგ, შეიყვანეთ პაროლი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ივენთის ნახვას.

ღონისძიების დასრულებამდე დარჩით იმავე ლინკზე​. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] ან Facebook – გვერდზე – პირველი არხი • სცენა

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი ბილეთის შეძენა.

ვირტუალური ბილეთის შეძენის წესები.