პირველადი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 77.93 პროცენტი ემხრობა
პირველადი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 77.93 პროცენტი ემხრობა

პირველადი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 77.93% ემხრობა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99.9%.

რეფერენდუმზე გატანილ საკითხს მხარი არ დაუჭირა ამომრჩეველთა 21.26%-მა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, რეფერენდუმზე აქტივობამ თითქმის 78% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურა 25 ივნისს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.

დატოვე კომენტარი