პირველადი მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 61.64 პროცენტით ლიდერობს
პირველადი მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი 61.64 პროცენტით ლიდერობს

პირველადი მონაცემებით, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ 61.64 პროცენტით ლიდერობს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯერ უბნების მცირე ნაწილია დათვლილი.

ამ დროის მონაცემების მიხედვით, ყოფილი მმართველი, რესპუბლიკური პარტია 4.23 პროცენტით მეხუთე პოზიციაზეა.

საერთო ჯამში, სომხეთის მასშტაბით 2010 უბანი იყო გახსნილი. სომხური მედიის ინფორმაციით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 48.63 პროცენტი იყო.

სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები მივიდა. სომხეთის დედაქალაქ ერევანში აქტივობამ 47.6 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 60.84 პროცენტი იყო.

დატოვე კომენტარი