პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს. ხოლო 8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

შპს „მედკაპიტალი-გლდანი“ მის: ვეკუას ქ. N 18.

შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“ მის: გამრეკელის ქ. N19.

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

შპს „მედსი“ („ვერე-21“) მის: ქიაჩელის ქ. N 18.

შპს „მედკაპიტალი-სამგორი“ მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.