პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, სადაც 7000-ზე ნაკლები ბენეფიციარია, საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიულ პროგრამას გამოეთიშებიან
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, სადაც 7000-ზე ნაკლები ბენეფიციარია, საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიულ პროგრამას გამოეთიშებიან

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, ეტაპობრივად საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან ჩაიხსნებიან.

ამის შესახებ საოჯახო მედიცინის დარგში ექსპერტმა, სამედიცინო ასოციაციების პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა ლაურა შიხაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებშია მიღებული.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ პირობებს და ჰყავდათ 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი. დარჩა დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 7000-ზე უფრო მეტია. ანუ დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, პრაქტიკულად ალბათ თანდათან ჩაიხსნებიან ისინი საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ პირველად ჯანდაცვაში საჭიროა რეფორმა. ეს არის ასე ვთქვათ რეფორმის პირველი ნაბიჯი. მეორე ეტაპზე საჭირო იქნება, რომ იყოს შესაბამისი დაწესებულებები შესაბამისი დაფინანსების.

გარდა ამისა, უნდა ჩაიდოს ასევე ხარისხის ინდიკატორები. გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტიც. იმედი მაქვს, რეფორმის მეორე, ანუ სელექციური კონტაქტირების მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი კრიტერიუმები შემოტანილი და მივიღებთ უფრო კარგი ხარისხის ორგანიზაციებს, რომ ჩვენს ოქალაქეებს მიაწოდონ ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ლაურა შიხაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, არსებული რეფორმის შედეგად შესაძლოა თუ არა, ექიმებმა და ექთნებმა დაკარგონ სამსახური, ლაურა შიხაშვილმა უპასუხა, რომ თითოეულ ბენეფიციარს თავიანთი ოაჯხის ექიმები მიყვებიან და აღნიშნულის გათვალიწინებით, მედპერსონალი ასეთი რისკის ქევშ არ უნდა დადგეს.

„რაც შეეხება მედპერსონალს, ოჯახის ექიმებისა და ექთნების უსამსახუროდ დატოვებას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეულ ბენეფიციარს მიყვებიან თავიანთი ოჯახის ექიმები, ასეთი რისკის ქევშ მედპერსონალი არ უნდა დადგეს.

ქვეყანაში არსებული რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ერთი ოჯახის წევრებზე უნდა იყოს მიმაგრებული დაახლოებით 2400-მდე პაციენტი. თუ ამ პირობას გავითვალისწინებთ, შესაბამისად, დაწესებულება, რომელიც მიიმაგრებს დამატებით კონტიგენტს, მან ასევე უნდა მიიმაგროს ოჯახის ექიმი.

თავისი ოჯახის ექიმების ფარგლებში ის ვერ შეძლებს, დამატებით მიმაგრებულ და დამატებულ ბენეფიციარებს მოემსახიროს იგივე ადამიანური რესურსით, რაც მას აქვს. შესაბამისად, მას დაუდგება საჭიროება, რომ აიყვანოს დამატებითი ოჯახის ექიმი და ექთანი.

ოჯახის ექიმთან პირველად ჯანდაცვაში მიმაგრებული პაციენტები არიან წლების განავლობაში მიმაგრებული პაციენტები, ისინი იცნობენ ოჯახის ექიმებს და ყველა დაწესებულება დაინტერესებული იქნება იმით, რომ ახალი მიმაგრებული კონტიგენტი შეინარჩუნოს.  ეს კი შესაძლებელი იქნება იმ პირობებში, თუ ისინი ისევ და ისევ შეინარჩუნებენ იმ ოჯახის ექიმებს, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ კონტიგენტს და ისე გააგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნა ლაურა შიხაშვილმა.